"ჩიკაგო ბულზის" მთავარმა მწვრთნელმა ტომ ტიბოდომ 4 წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი საკუთარ გუნდთან. კლუბის ხელმძღვანელებსა და ტომის პირად აგენტს შორის მოლაპარაკებები 2012 წლის ზაფხულიდან მიმდინარეობდა, თუმცა კონტრაქტის ოფიციალურად გაფორმება და მისი გაცხადება, ასოციაციის რამდენიმე წესის გამო, ახლაღა მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ ტიბოდომ "ჩიკაგო" 2010 წელს ჩაიბარა. "ბულზში" დასაქმებამდე ტომი 21 წლის განმავლობაში "მინესოტას", "სან ანტონიოს", "ფილადელფიას", "ნიქსის", "ჰიუსტონისა" და "ბოსტონის" სამწვრთნელო შტაბებში მუშაობდა.
2011 წელს ტიბოდო ლიგის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.