"ჩიკაგო ბულზის" მთავარმა მწვრთნელმა ტომ ტიბოდომ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ გუნდის ლიდერი დერიკ როუზი დღე-დღეზე დაბრუნდება პარკეტზე და მისი დებიუტიც უახლოეს პერიოდში შედგება ნბა-ს 2012-13 წლების სეზონში.
"დერიკი დღე-დღეზე დაბრუნდება. მთავარია, რომ ახლა, გადამწყვეტ მომენტში კონცენტრაცია არ დაკარგოს და ბოლომდე წარმატებით მიიყვანოს რეაბილიტაციის პერიოდი. ყველაზე კარგი ის გახლავთ, რომ მისი მდგომარეობა სულ უმჯობესდება, რაც უდიდეს იმედს გვაძლევს თითოეულ ჩვენგანს. მისი დაბრუნების თარიღს წინასწარ აუცილებლად გავაჟღერებთ, მანამდე კი სულ მცირე დრო დარჩა და ერთად უნდა მოთმინებით დაველოდოთ", - ციტირებს ტიბოდოს სიტყვებს ESPN.