ფეხბურთი

19:53 | 1.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტოჰირი ტრანსფერებით კმაყოფილია

მილანის “ინტერის” მესაკუთრე ერიკ ტოჰირი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მისი კლუბის საქმიანობას აფასებს და კმაყოფილებას გამოხატავს.

“მინდა “ლაციოს” პრეზიდენტს, კლაუდიო ლოტიტოს, ერნანესის ტრანსფერის გამო მადლობა გადავუხადო. მიმაჩნია, რომ ერნანესი და დ’ამბროზიო გუნდში არსებულ სუსტ წერტილებს შეავსებენ.

გადაწყვეტილებები ერთდროულად მივიღეთ, რადგან უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ გუნდის სტრატეგია, არამედ მარკეტინგული და ფინანსური ასპექტები.

რთული კვირა გვქონდა. ვფიქრობ, კარგი სატრანსფერო კამპანია ვაწარმოეთ. თუმცა, ეს ფეხბურთია და გარანტია არ გვაქვს, რომ ახალწვეულები ჩვენს შედეგებს გააუმჯობესებენ.” – განუცხადა ტოჰირმა Videointer-ს.

0.113561