ფეხბურთი

16:00 | 26.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტოჰირი მორატას უარყოფს

 

მილანის "ინტერის" მესაკუთრე ერიკ ტოჰირი ალვარო მორატასთან დაკავშირებულ ჭორებს უარყოფს. იტალიური კლუბის მფლობელმა მადრიდის "რეალის" პრეზიდენტთან ფლორენტინო პერესთან შეხვედრა დაადასტურა, თუმცა საუბრის თემები არ გაუხმაურებია.

"დიახ, ველაპარაკე ფლორენტინო პერესს, თუმცა მორატას შესახებ არ გვისაუბრია. ჩვენ არც ტრანსფერებზე გვიმსჯელია. რაც შეეხება იკარდის, ის ჩვენთან რჩება." - განუცხადა იტალიურ მედიას ტოჰირმა.

ცოტა ხნის წინ იტალიურ და ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული კლუბები მორატას ტრანსფერს განიხილავდნენ და მადრიდელები 21 წლის ესპანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვდნენ.

გიორგი ბალახაძე

0.121349