ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე აკი ბაშოზე მე-2 გამარჯვება იზეიმა ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ. ქართველმა სუმოისტმა, რომელიც სექტემბრის სუპერტურნირს დასავლეთის მე-5 ნომრით სტატუსით შეხვდა, დასავლეთის მე-4 ნომერი კოტოიუკის ოშიდაშით სძლია. ტოჩინოშინის შემდეგი მოწინააღმდეგე ძურიოს აღმოსავლეთის მე-7 ნომერი ასასეკირიუ იქნება.
შემოდგომის ტურნირი “მძიმედ” დაიწყო თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ. ქართველი სუმოისტი დასავლეთის მე-3 ნომრის სტატუსით ირჯება, მიჯრით მე-2 მარცხი კი, ასევე ოშიდაშით, ძურიოს მე-2 ნომერ სოტაირიუსთან განიცადა. გაგამარუ პირველი გამარჯვების მიღწევას ძურიოს მე-6 ნომერ ტამაასუკასთან ეცდება.
ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში წაუგებლად ასპარეზობენ იოკოძუნები – ჰაკუჰო, ჰარუმაფუჯი და კაკურიუ, ოძეკი კისენოსატომ კი პირველი მარცხი აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა აოიამასთან განიცადა.
სექტემბრის ბაშოს მე-2 დღის მიმოხილვა