იაპონიის სუმოს ასოციაციამ 2013 წლის დასკვნითი რეიტინგი იგივე ბანძუკე გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სუმოისტები ტოკიოში 12-26 იანვარს დაგეგმილ ჰაცუ ბაშოზე იასპარაზებენ.
სამწუხაროდ, გამართლდა ვარაუდი, რომლის მიხედვითაც 26 წლის ლევან გორგაძე ანუ ტოჩინოშინი რანგით მე-3 მაკუშიტას დივიზიონში გამოვა, სადაც მე-15 ნომერი იქნება.
ასევე 26 წლის თეიმურაზ ჯუღელი, რომელიც გაგამარუს შიკონათი გახლავთ ცნობილი, დასავლეთის მე-13 მაეგაშირობიდან აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირობამდე აღზევდა ანუ ნოემბრის ბაშოზე მინიმალურმა დადებითმა ბალანსმა (8 მოგება, 7 მარცხი) მცირე წინსვლა მოუტანა.
უწინდებურად, იოკოძუნას სტატუსით იასპარეზებენ მონღოლები – ჰარუმაფუჯი და ჰაკუჰო, ოძეკები კისენოსატო, კაკურიუ და კოტოშოგიკუ იქნებიან, ბულგარელი გოლიათი კოტოოშუ კი, რომელიც ოძეკის ტიტულს 8 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა, ახალ ბანძუკეში სეკივაკეს რანგში მოხვდა.