სხვა

16:40 | 16.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი ისევ დაუმარცხებელია

ჩემპიონობისთვის იოკოძუნები იბრძვიან


იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე მარტის სუპერტურნირზე შუალედური დღის (ნაკაბი) ორთაბრძოლები გაიმართა, რომლის შედეგებითაც დაუმარცხებელი მხოლოდ მონღოლი იოკოძუნები – ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი დარჩნენ. ჰარუ ბაშოს ფავორიტების აქტივში 8-8 გამარჯვებაა.

3 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდა მაკუუჩი დივიზიონში მოასპარეზე ერთადერთ ქართველ სუმოისტ თეიმურაზ ჯუღელს. გაგამარუს შიკონათი ცნობილი ქართველი ოსაკას ბაშოს დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და წინსვლისთვის დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირება სჭირდება.

უქმეებზე ჯუღელმა აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა ჩიიოოტორის ოშიდაშით სძლია, ხოლო შემდეგ დასავლეთის მე-16 მაეგაშირა სატოიამასთან შიტატენაგეთი დამარცხდა. ქართველი გოლიათის შემდეგი მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-5 მაეგაშირა აოიამა იქნება, რომელთანაც მინიმალური დადებითი ბალანსი (2 მოგება, 1 მარცხი) აქვს.

რანგით მე-3 დივიზიონ მაკუშიტაში ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ. ქართველმა სუმოისტმა, რომელსაც დასავლეთის 55-ე განთესვა გააჩნია, 51-ე ნომერ ტეცუიუძანს ჰატაკიკომით აჯობა. ტოჩინოშინის გარდა, დაუმარცხებლად მხოლოდ 3 მებრძოლი ირჯება.

 მარტის ბაშოს მე-7 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=DmlT4Wf2Jpc

მარტის ბაშოს მე-8 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=uhcoU_Wm5EU

0.127093