თამაშგარე

11:04 | 5.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

“თითქმის ცოლიანი” გარეთ ბეილი

მიუხედავად იმისა, რომ ამის აღიარება ცოცხალი თავით არ სურს, ფაქტია, რომ გარეთ ბეილი ფაქტობრივად ცოლიანი კაცის ცხოვრებით ცხოვრობს. ბრიტანული ფეხბურთის მთავარი იმედის – გარეთ ბეილის სატრფოც აღიარებს, რომ ის და გარეთი რეალურად ცოლ-ქმარნი არიან.
გარეთ ბეილი და მისი გულისსწორი, ემა რის-ჯონსი ერთმანეთს სამი წლის წინ შეხვდნენ და ახლა მათი ურთიერთობა, შეიძლება ითქვას, რომ ნახევრად ოფიციალურია. ეს ნიშნავს იმას, რომ ემას და გარეთს არც ჯვარი დაუწერიათ და არც ხელი აქვთ მოწერილი, მაგრამ რეალურაც მაინც ცოლ-ქმარი არიან.
შარშან ზაფხულში ემა რის-ჯონსი გარეთისგან ფეხმძიმედ დარჩა და “ტოტენჰემის” ბომბარდირი სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო. თუმცა, რატომღაც მოხდა ისე, რომ ემას მუცელი მოეშალა. გარეთ ბეილს იმედი აქვს, რომ შვილი მომავალში აუცილებლად ეყოლებათ.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.147058
სარეკლამო ადგილი - 99
X x X