თამაშგარე

13:16 | 26.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ტიპსარევიჩი “ბარსელონას” ფანია

27 წლის სერბი ჩოგბურთელი იანკო ტიპსარევიჩი, რომელიც მიმდინარე კვირას Barcelona Open Banc Sabadell-ზე ასპარეზობს, საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” გულშემატკივარი ყოფილა. სოციალურ ქსელ Facebook-ზე იანკომ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩზე კერძოდ კი, “ბარსელონასა” და “ჩელსის” დაპირისპირებაზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა მინაწერით – “თამაშის დასრულების შემდეგ, მე და ნენად ზიმონიჩი, არც ისე ბედნიერად გამოვიყურებოდით”.
ტიპსარევიჩის 35 წლის თანამემამულე და კოლეგა – ნენად ზიმონიჩიც “ბარსელონას” ფანია.
 

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.124616
სარეკლამო ადგილი - 99
X x X