სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

15:31 | 1.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტიოტეს “ნიუკასლში” დარჩენა აღარ უნდა

“ნიუკასლის” კოტდივუარელ თავდამსხმელს ჩეიკ ტიოტეს კარიერის გაგრძელება სხვა კლუბში სურს.

მან “სენტ ჯეიმს პარკზე” ოთხი წელიწადი გაატარა და ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ “ნიუკასლის” ხელმძღვანელობა მზადაა 28 წლის აფრიკელს ახალი ხელშეკრულება შესთავაზოს. თუმცა, ტიოტე კონტრაქტის გახანგრძლივებას არ გეგმავს.

“წასვლა მსურს. “ნიუკასლში” 4 წელი გავატარე. ვფიქრობ, იმ სტადიაზე ვარ, როდესაც სხვაგან უნდა წავიდე და ახალი გამოწვევა მივიღო. მომავალ მატჩებზე სრულად კონცენტრირებული ვიქნები და ვნახოთ დეკემბრამდე რა მოხდება. მართალია, რომ “არსენალთან” და ერთ-ერთ რუსულ კლუბთან კონტაქტი მქონდა. თუმცა, ინგლისში დარჩენას ვამჯობინებ” – იუწყება ტიოტეს სიტყვებს The Telegraph-ი.



 

თეგებიჩეიკ ტიოტე
სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.118295