“ნიუკასლის’’ ნახევარმცველი შეიხ ტიოტე აღფრთოვანებულია ჰოლანდიელი თანაგუნდელის ტიმ კრულის თამაშით. “სანისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში ფრანგმა ,”ტოტენჰემთან’’ გამართული შეხვედრა გაიხსენა, ,,უაით ჰართ ლეინზე’’ კაჭკაჭებმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს, ტიოტეს აზრით, ლომის წილი ამ გამარჯვებაში ტიმ კრულმა დაიდო.
“ფანტასტიკური თამაშისთვის თანაგუნდელებმა კრულს მადლობა გადავუხადეთ. იმედი გვაქვს ასე გააგრძელებს და კიდევ უფრო განვითარდება. მასში ვხედავ დიდ პოტენციალს და ვფიქრობ, კრული ამ ეტაპზე ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა პრემიერლიგაში. მას შეუძლია გახდეს საუკეთესო მსოფლიოს გამორჩეულ კიპერებს შორის’’_ განაცხადა კოტ-დიუარელმა.
ტიოტემ ასევე ისაუბრა კლუბის მთავარი მწვრთნელის ალან პარდიუს შესახებ.
“პარდიუ ყველა ფეხბურთელთან გულახდილად საუბრობს. მას სურს ვირწმუნოთ ჩვენი შესაძლებლობების, სხვაგვარად ხომ გამარჯვებები არ მოდის. თვითრწმენა აუცილებელია წარმატების მისაღწევად. მწვრთნელის შრომამ შედეგი გამოიღო, რაზეც უკანასკნელი შეხვედრები მეტყველებს. “ჩელსისთან’’ და “ტოტენჰემთან’’ გამარჯვება ფანტასტიკური შედეგია”.
აღსანიშნავია, რომ პრემიერლიგის ბოლო 4 შეხვდრაში კაპიტნის სამკლავური ტიოტეს უკეთია, ვინაიდან ფაბრიციო კოლოჩინი ტრავმირებულია.
“როცა კოლოჩინი გამოჯანმრთელდება, კაპიტანი, რა თქმა უნდა, კვლავ იგი იქნება, ამის თაობაზე ორი აზრი არ არსებობს’’_ აღნიშნა ფეხბურთელმა.
შეიხ ტიოტე 2010 წელს “ტვენტედან’’ გადაბარგდა “ნიუკასლში’’, მის ანგარიშზე 94 შეხვედრაში გატანილი 1 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
დიმიტრი შარიქაძე