ფეხბურთი

21:09 | 5.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტინო კოსტა: “შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია”

ესპანური “ვალენსიას” ნახევარმცველი ტინო კოსტა იმედს არ კარგავს, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლას მოახერხებს.

ხვალ, “ვალენსია” “პარი სენ ჟერმენს” საფრანგეთში ეთამაშება. ესპანეთში გამართული პირველი შეხვედრა “ღამურებმა” 1:2 წააგეს, რაც მათ შემდეგ ეტაპზე გასვლის მცირე შანსს უტოვებს, მაგრამ ვალენსიელთა არგენტინელი შუახაზელი ფიქრობს, რომ მის გუნდს არსებული ჩამორჩენის აღმოფხვრა შეუძლია.

“პსჟ-სთან გასამართ განმეორებით მატჩში საჭირო შედეგის მიღწევა ნამდვილად შეგვიძლია. ყველამ ვიცით, რანდენად მნიშვნელოვანია ეს თამაში კლუბისთვის. ფლეი ოფი ყოველთვის რთული ეტაპია, მაგრამ 2 გოლის გატანა ნამდვილად შეგვიძლია.

მთავარია საკუთარი შესაძლებლობების ვირწმუნოთ. თუ მოვინდომებთ, ნებისმიერი გუნდის დამარცხებას მოვახერხებთ. მთავარია, სათანადოდ განვეწყოთ და გულშემატკივართა მხრიდან პსჟ-ს მხარდაჭერას ყურადღება არ მივაქციოთ.” – ციტირებს ტინო კოსტას სიტყვებს AS-ი.

0.116048