მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი მადრიდის “რეალში” გადასვლასთან ახლოსაა. “რეკორდმაისტერის” ნახევარმცველმა ანატოლი ტიმოშჩუკმა ერთ-ერთ რუსულ საფეხბურთო გადაცემაში საუბრისას განაცხადა, რომ გერმანელი სპეციალისტი “სამეფო კლუბს” მიაშურებს.
“გადაწყვეტილია, რომ ჰაინკესი “ბაიერნს” დატოვებს. 100%-ით ვერ ვიტყვი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ 99%-ით დარწმუნებული ვარ, იუპი “რეალს” ჩაიბარებს”, - განაცხადა ტიმოშჩუკმა.
მოგვიანებით, უკრაინელმა რობერტ ლევანდოვსკის “ბაიერნში” შესაძლო ტრანსფერის შესახებაც გააკეთა კომენტარი: “ლევანდოვსკისთან დაკავშირებით ყველაფერი ჭორია. რობერტს ერთხელ ვკითხე: “მართალია, რომ “ბაიერნში” გადმოდიხარ?” მისი პასუხი იყო: ”არა, ამის შესახებ არაფერი ვიცი”.