თამაშგარე

13:38 | 28.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტიმ ვიზე საყვარელ ქალზე არ ქორწინდება

 

ცნობილი ადამიანები ბოლო პერიოდში ქორწინებას გაურბიან და საყვარელ ადამიანთან არაოფიციალურადად არჩევენ ცხოვრებას. ამის მიზეზი უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, დაშორების შემთხვევაში სადავო ქონებაა. ხელმოუწერელი ცხოვრება კი ამ მხრივ ბევრად კომფორტულია.

“თანამედროვე მოდას” არც ცნობილი გერმანელი მეკარე, ტიმ ვიზე ჩამორჩა, რომელიც მეგობარ ქალთან, გრიტ ფრეიბერგთან ოთხი წელია ცხოვრობს და დაქორწინებას მაინც არ ჩქარობს. ამასობაში, გერმანელ გოლკიპერს გრიტთან შვილიც შეეძინა და შეიძლება ითქვას, რომ მათმა ოჯახმა სრულფასოვანი სახე მიიღო.

“მეგობრები ხშირად მეხუმრებიან იმის გამო, რომ ფაქტობრივ ცოლთან არ ვქორწინდები. ზოგიერთებს ძუნწ ადამიანად მივაჩნივარ. ეს შეიძლება ასეც არის, მაგრამ მე ვითვალისწინებ იმ რეალობას, რაც დღეს გერმანიაშია და ვცდილობ პრობლემებს თავი ავარიდო. ჩემი და გრიტის ურთიერთობას დაუქორწინებლობა ჩრდილს მაინც ვერ მიაყენებს” – ამბობს ტიმ ვიზე.

0.134552