კალათბურთი

17:49 | 11.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტიმ დანკანი, ჯერჯერობით აქტიური სპორტიდან წასვლას არ აპირებს

NBA-სა და საკალათბურთო კლუბ “სან ანტონიო სპურზის” ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა ტიმ დანკანმა მასმედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ჯერჯერობით აქტიური სპორტიდან წასვლას არ აპირებს.

“ალბათ დადგება ის დრო, როცა აქტიურ სპორტს თავი უნდა დავანებო, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით, ეს როდის მოხდება. ამჟამად მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჯერჯერობით სპორტიდან წასვლას არ ვაპირებ”, - ამბობს დანკანი.

შეგახსენებთ, რომ დანკანი “სან ანტონიო ზპურზში” 1997 წლიდან თამაშობს. დროის ამ მონაკვეთში მან 4 საჩემპიონო ბეჭედი მოიგო, ხოლო ოლ სტარში 14-ჯერ იასპარეზა.

0.12524