დიეგო მარადონას გულმხურვალე თაყვანისმცემლებს, გაგონილი და შემჩნეული ექნებათ ფეხბურთის ლეგენდის განსაკუთრებული სიყვარული მაჯის საათების მიმართ. დაკვირვებული თვალი კი იმასაც შეამჩნევდა, რომ დიეგოს, ხანდახან ორივე მაჯაზე უკეთია საათი. ეს, უბრალოდ, ახირებაა, თუ რამე თილისმა, არავინ იცის..
თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთმა საუკეთესო თავდამსხმელმა, კოლუმბიელმა რადამელ ფალკაომ, მარადონასგან სწორედ მაჯის საათი მიიღო საჩუქრად. გახარებულმა ფალკაომ, ეს ფაქტი “ტვიტერით“ მაშინვე ამცნო საზოგადოებას. მარადონა, თურმე, სიამოვნებით ადევნებს თვალ-ყურს კოლუმბიელის თამაშს და მოწონების ნიშნად, საათიც უსახსოვრა რადამელს..
დიდი დიეგოსგან ასეთ საჩუქარზე, ალბათ, ბევრი მოქმედი ფეხბურთელი იოცნებებდა...