ფეხბურთი

17:18 | 19.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგუ სილვას რჩეულები: მესი, იბრაჰიმოვიჩი, რონალდუ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ტიაგუ სილვამ გაამხილა, თუ ვის მისცა მან ხმა “ოქროს ბურთის” მაძიებლებიდან.

როგორც ჩანს, ტიაგუ სილვასთვის უცნობია, რომ უკვე მე-2 წელია, კაპიტნებსა და მთავარ მწვრთნელებს თავიანთი თანამემამულეებისთვის ხმის მიცემის უფლება აქვთ, რადგან მან ნეიმარზე არჩევანი სწორედ ამ შეზღუდვის გამო არ შეაჩერა.

“სამწუხაროდ, ბრაზილიელისთვის ხმის მიცემა არ შემეძლო, თორემ პირველ ადგილზე ნეიმარს დავაყენებდი, ხოლო მეორეზე – საკუთარ თავს.

ნეიმარის ნაცვლად პირველი ადგილი ლიონელ მესის შეხვდა. მე-2 ადგილზე, მისი გოლების გამო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი დავაყენე, ხოლო მე-3 ადგილზე – რონალდუ. კრიშტიანუს წელს არცერთი ტიტული არ მოუგია და ამიტომ, მისი პირველ ადგილზე დაყენება არ შემეძლო. სამივე დასახელებული შესანიშნავი ფეხბურთელია და მოგება ყველა მათგანს შეუძლია.” – აცხადებს სილვა Globo-სთან საუბრისას.

0.140784