ფრანგული “პარი სენ-ჟერმენისა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ტიაგო სილვა კატალონიის “ბარსელონაში” გადაბარგებას არ გეგმავს. ამის შესახებ მცველის აგენტმა პაულო ტონიეტომ განუცხადა Sport.es-ს.
“ტიაგო სილვას პარიზში ყველაფერი აკმაყოფილებს. ის გუნდში რჩება. “ბარსელონასთან” კონტაქტიც კი არ გვქონია”, - განაცხადა ტონიეტომ.
გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელები ტიაგო სილვაში 40 მილიონი ევროს გადასახდელად არიან მზად. “ბარსას” ხელმძღვანელობა მის სათადარიგო ვარიანტად კიდევ ერთ ბრაზილიელს – დავიდ ლუისს განიხილავს.