მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა “ოქროს ბურთის” თემას გამოეხმაურა. ბრაზილიური წარმოშობის ესპანელი მიიჩნევს, რომ 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ფრანკ რიბერია.
“ლიონელ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ რიბერიმ “ბაიერნთან” ერთად ყველაფერი მოიგო და ვფიქრობ, “ოქროს ბურთიც” მას ეკუთვნის”, - ციტირებს კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი შუახაზელის სიტყვებს Barcastuff-ი.
შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” მფლობელის ვინაობა 13 იანვარს, ციურიხში გაირკვევა. ფრანკ რიბერის გარდა, ტიტულისთვის ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ იბრძვიან.