ფეხბურთი

11:20 | 11.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგო “მილანთან” ითამაშებს

 

მადრიდის “ატლეტიკოს” პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ტიაგო მენდეშმა “მილანთან” გასამართი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებითი მატჩისთვის ტრავმის მოშუშება მოასწრო.

32 წლის ფეხბურთელმა მუხლის ტრავმა ერთი თვის წინ, “ალმეირასთან” შეხვედრისას მიიღო.

უეფას ოფიციალური საიტის ცნობით, ახლა ის სრულ მზადყოფნაშია და გუნდთან ერთად სრულფასოვანი ვარჯიში გამართა. დიდია ალბათობა იმისა, რომ ტიაგომ, რომელმაც მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში 2 გოლი გაიტანა, დღეს საღამოს მილანელთა წინააღმდეგ ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში ესპანელებმა სტუმრად მინიმალური სხვაობით (1:0) იმარჯვეს, განმეორებითი თამაში კი, დღეს თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.

0.121827