“მანჩესტერ იუნაიტედმა” კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველ ტიაგო ალკანტარასთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. ამის შესახებ Goal-ი იუწყება.
“ოლდ ტრაფორდზე”, ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტნის ანაზღაურება კვირაში 140 ათასი ევრო იქნება, რაც წელიწადში 7 მილიონ ევროს უდრის. “ინგლისური” ჯამაგირი გაცილებით აღემატება იმას, რასაც ტიაგო “ბარსაში” იღებს.
“მანჩესტერი” ბრაზილიური წარმოშობის მქონე ესპანელის ხელში ჩაგდებას 18 მილიონ ევროდ გეგმავს. “წითელმა ეშმაკებმა” უნდა იჩქარონ, რადგან 1 აგვისტოდან, ტიაგოს კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 90 მილიონი ევრო გახდება.