ფეხბურთი

18:22 | 7.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგო: “ბარსელონასი” არაფერი მმართებს”

“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ტიაგო ალკანტარა, რომელიც ამჟამად “ბაიერნში” თამაშობს, აცხადებს, რომ მას კატალონიური კლუბის არაფერი მართებს.

“ბარსელონასი” მადლობელი ვარ, მაგრამ ამ გუნდის არაფერი მმართებს. მზად ვიყავი, “ბარსადან” ნებისმიერ კლუბში წავსულიყავი, რათა სათადარიგოთა სკამზე აღარ ვმჯდარიყავი.

კლუბის დატოვების გადაწყვეტილება თავად მივიღე. იმიტომ წავედი, რომ არ მენდობოდნენ. მინდოდა, რომ ცხოვრებისგან სიამოვნება მიმეღო და უფრო მეტი მეთამაშა. ეს ყველაფერი “ბაიერნმა” მომცა.” – ციტირებს ტიაგოს სიტყვებს El Pais-ი.

0.114021