ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მარცხენა მცველი პატრის ევრა კარიერას მილანის “ინტერში” განაგრძობს.
32 წლის ფეხბურთელს ინგლისელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. გავრცელებული ინფორმაციით, “წითელ ეშმაკებს” მასთან თანამშრომლობის გაგრძელება სურთ, მაგრამ თუ The Telegraph-ს დავუჯერებთ, ფრანგ უკანახაზელს “ინტერში” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასვლა აქვს გადაწყვეტილი.
უკვე ცნობილია, რომ კარიერას “ინტერში” განაგრძობს “მანჩესტერის” კიდევ ერთი მცველი ნემანია ვიდიჩი.