The Sun: “ლივერპული” იყიდება; FSG: “ეს ჭორია”
ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ცნობით, “ლივერპულის” მფლობელმა ამერიკულმა კომპანიამ Fenway Sports Group-მა (FSG) კლუბის გაყიდვა გადაწყვიტა და სამი წლის წინ 300 მილიონი გირვანქა სტერლინგად შეძენილ კლუბს 350 მილიონად აფასებს. ამავე ინფორმაციით, ამერიკული კომპანიის ხელმძღვანელები იმედგაცრუებულნი არიან, რადგან ტრანსფერებში 187 მილიონი დახარჯეს, სასურველი შედეგი კი ვერ მიიღეს.
The Sun-ის ამ სენსაციურ ცნობას Fenway Sports Group უმალ გამოეხმაურა. კომპანიის ხელმძღვანელობამ ბრიტანულ სპორტულ გამოცემებს აცნობა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
“წარმოდგენა არ გვაქვს ვის აწყობს ასეთი ჭორის გავრცელება. თან ეს პირველი შემთხვევა არაა. გვინდა “ლივერპულის” გულშემატკივრებს ვუთხრათ, რომ კლუბი არ იყიდება”, – წერია ამერიკული კომპანიის განცხადებაში.