ფეხბურთი

10:14 | 5.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

The სუარესის შოუ

 

Boxing Day-ს წინ პრემიერლიგის გუნდებმა კარგი ფეხბურთით გულშემატკივრების გახარება დაიწყეს. ამ პერიოდში ისინი შუა კვირაშიც თამაშობენ ხოლმე და ამოსუნთქვის საშუალება არ აქვთ.

ოთხშაბათ საღამოს, “ენფილდზე,” ლუის სუარესმა მასტერ-კლასი ჩაატარა. ჩვენი ბრიტანელი კოლეგები აღნიშნავენ, ურუგვაელმა ისეთი ფანტასტიკური გოლები გაიტანა, “ლივერპულის” ლეგენდებს – კენი დალგლიშსა და იან რაშსაც კი გაუკვირდებოდათო. 19 წუთიან ინტერვალში მან ჰეთ-თრიქის გაკეთება მოახერხა, მერე ამას ერთიც დაამატა და პოკერის ავტორი გახდა. მართლაც ძალიან ლამაზი გოლები იყო, თუმცა პირველს და მესამეს გამოვარჩევდით. პირველ შემთხვევაში ლუისმა დაახლოებით 40 მეტრიდან გაუტანა რადის. მესამე გოლისას კი ბავშვივით გააბითურა მცველი და მარჯვენა დაბალ კუთხეში შეაგდო. სუარესი პრემიერლიგაში პირველი ფეხბურთელი გახდა, ვისაც ერთი და იმავე გუნდის წინააღმდეგ სამჯერ მოუხერხებია ჰეთ-თრიქი.

“ლივერპულმა” აშკარად დაჯაბნა “ნორვიჩი.” ბოლოსკენ რაჰიმ სტერლინგმაც კი გაიტანა. მანმადე კაპიტანი ჯერარდი ურტყამდა ეფექტურად, ტრიალში, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა. “სუარესმა საოცარი ინდივიდუალური ოსტატობა გამოავლინა, - თქვა მერე მერსისაიდელთა მენეჯერმა ბრენდან როჯერსმა, - საერთოდ, გუნდური თამაშის მომხრე ვარ, მაგრამ რაც ამ საღამოს ლუისმა გააკეთა, დაუჯერებელია. ის პლანეტის ერთ-ეთი საუკეთესო თავდამსხმელია.”

“ლივერპულს” არც თანაქალაქელი “ევერტონი” ჩამორჩა და ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად მოუგო “ოლდ ტრეფორდზე” “მანჩესტერ იუნაიტედს.” ერთადერთი გოლი კოსტარიკელმა ბრაიან ოვიედომ გაიტანა. არ დაგვავიწდეს, რომ “მანჩესტერს” წლეულს “ევერტონის” ყოფილი დამრიგებელი დევიდ მოიესი წვრთნის.

“არსენალმა” კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩინრებულ ფორმაშია და ტყუილად არ უჭირავს პირველი საფეხური.Aამჯერად “მეთოფეებმა” “ჰალ სიტის” 2:0 აჯობეს. ეს მათი ზედიზედ მესამე გამარჯვება იყო პრემიერლიგაში.

ძალიან საინტერესო თამაში იყო სანდერლენდში, სადაც ადგილობრივები ლონდონის “ჩელსის” მასპინძლობდნენ. 7 გოლი ერთ მატჩში ჩინებული საფეხბურთო წარმოდგენაა მაყურებლისთვის. “არისტოკრატთაგან” განსაკუთრებით ბელგიელი ედენ აზარი გამოირჩეოდა, რომელმაც ჯამში დუბლი შეასრულა და ერთიც ფრენკ ლამპარდს გაატანინა.

კიდევ ერთი უხვგოლიანი მატჩი ითამაშა “მანჩესტერ სიტიმ.” სერხიო აგუეროს ადრეული გოლისა და აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელის, იაია ტურეს დუბლის წყალობით, დამთავრებამდე 15 წუთით ადრე “ქალაქელები” 0:3 იგებდნენ, მაგრამ მოახერხეს და ორი საპასუხო გოლი გაუშვეს.

ზედიზედ მესამე თამაში წააგო “საუთჰემპტონმა.” “წმინდანები” ერთი ხანი ზედა სამეულთან ტრიალებდნენ, მაგრამ ბოლო ტურებმა ისინი მე-8 ადგილამდე ჩამოაქვეითა.

როგორც იქნა, ლონდონურ დერბიში მოიგო “ტოტენჰემმა.” ანდრე ვილაშ-ბოაშის შეგირდებს 4 ტურის განმავლობაში არ გაემარჯვათ და ამ ამბავს კინაღამ მწვრთნელი ემსხვერპლა. ყოველ შემთხვევაში, მისი შესაძლო შემცვლელების თაობაზე, ბრიტანულ მედიაში ბოლო დღეებში ბევრი დაიწერა.

 

არსენალი – ჰალ სიტი 2:0 (1:0)

ლონდონი. “ემირეითსი.” 60 017

არსენალი: შჩესნი, მერტესაკერი, ნაჩო მონრეალი, კოშელნი, ჯენკინსონი, როსიცკი (უილშირი 73), იოზილი, ფლამინი, კასორლა, რემზი (არტეტა 80), ბენდტნერი (უოლკოტი 73)

მწვრთნელი: არსენ ვენგერი

ჰალ სიტი: მაკგრეგორი, ფიგეროა, ბრიუსი, ჩესტერი, ჰადლსტოუნი, ელ მუჰამადი, მეილერი, ლივერმორი, საგბო (გედო 74), გრემი (ბოიდი 58), ბრეიდი (როსენიორი 58)

მწვრთნელი: სტივ ბრიუსი

გოლები: 1:0 ბენდტნერი (2), 2:0 იოზილი (47)

გაფრთხილება არ ყოფილა

მსაჯი: ანდრე მარინერი

ბურთის ფლობა: 67%-33%,  დარტყმა: 7(8)-2(3), ჯარიმა: 8-7, კუთხური: 11-1,  თამაშგარე: 1-2, სეივი: 2-5

 

ლივერპული – ნორვიჩი 5:1 (3:0)

ლივერპული. “ენფილდი.” 44 541

ლივერპული: მინოლე, გლენ ჯონსონი, აგერი, შკრტელი, ფლანაგანი, ჯერარდი, ალენი, ჰენდერსონი (ლუის ალბერტო 70), ფილიპე კოუტინიო, სტერლინგი, სუარესი (იაგო ასპასი 90+1)

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

ნორვიჩი: რადი, ოლსონი, ბასონგი, ბენეტი, მარტინი, ჰულაჰანი (მერფი 62), ფერი (უიტაკერი 72), ჰაუსონი, ბრედლი ჯონსონი, რედმონდი, ელმანდერი (ჰუპერი 69)

მწვრთნელი: კრის ჰოუტონი

გოლები: 1:0, 2:0, 3:0, 4:0 სუარესი (15, 29, 35, 74), 4:1 ბრედლი ჯონსონი (83), 5:1 სტერლინგი (88)

გაფრთხილება: ალენი (34), ჯერარდი (43), ფლანაგანი (69); ბრედლი ჯონსონი (20)

მსაჯი: ენტონი ტეილორი

ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 8(8)-4(7), ჯარიმა: 10-6, კუთხური: 4-0, თამაშგარე: 2-0, სეივი: 4-7

 

მანჩესტერი – ევერტონი 0:1 (0:0)

მანჩესტრი. “ოლდ ტრეფორდი.” 75 210

მანჩესტერი: დე ხეა, ვიდიჩი, ევრა, რაფაელი (იანუზაი 58), სმოლინგი, ვალენსია, გიგზი, ფელაინი, რუნი, კაგავა (ნანი 58), უელბეკი (ერნანდესი 81)

მწვრთნელი: დევიდ მოიესი

ევერტონი: ჰოვარდი, იაგიელკა, დისტინი, ოვიედო, პინაარი (ოსმანი 80), ბერი, კოულმენი, მაკარტი, ბარკლი (დელოფეუ 69), მირალასი (ნეისმიტი 90+2), ლუკაკუ

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

გოლი: 0:1 ოვიედო (86)

გაფრთხილება: რუნი (61), გიგზი (90+3)

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 3(4)-2(5), ჯარიმა: 12-12, კუთხური: 7-4, თამაშგარე: 1-2, სეივი: 3-6

 

საუთჰემპტონი – ასტონ ვილა 2:3 (0:1)

საუთჰემპტონი. “სენტ მერის სთედიუმი.” 29 814

საუთჰემპტონი: გასანიგა, იოშიდა, ლოვერნი, კლაინი (ჟოზე ფონტე 59), შოუ, დევისი, ლალანა, ვანაიამა (კორკი 46), უარდ-პროუსი (ოსვალდო 38), როდრიგესი, ლამბერტი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ასტონ ვილა: გუზანი, ვლაარი (ლაუტონი 46), კლარკი, ბეიკერი, ლუნა, ელ აჰმადი (ვაიმანი 86), დელფი, ვესტვუდი, ბაკუნა, აგბონლაჰორი, კოზაკი (ბენტეკე 66)

მწვრთნელი: პოლ ლამბერტი

გოლები: 0:1 აგბონლაჰორი (15), 1:1 როდრიგესი (48), 1:2 კოზაკი (64), 2:2 ოსვალდო (69), 2:3 დელფი (80)

გაფრთხილება: ჟოზე ფონტე (82), უარდ-პროუსი (90+7), ლამბერტი (90+7); კოზაკი (65), ვაიმანი (90+6)

მსაჯი: ჯონათან მოსი

ბურთის ფლობა: 73%-27%, დარტყმა: 8(8)-0(2), ჯარიმა: 9-11, კუთხური: 8-2, თამაშგარე: 3-7, სეივი: 0-7

 

სტოკ სიტი – კარდიფ სიტი 0:0

სტოკი. “ბრიტანია.” 25 014

სტოკ სიტი: ბეგოვიჩი, პეტერსი (მუნიესა 46), შოუქროსი, უილსონი, კამერონი, ადამი, ველანი (აირლენდი 65), ნ’ზონზი, კრაუჩი, არნაუტოვიჩი, ასაიდი

მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

კარდიფ სიტი: მარშალი, ტერნერი, თეოფილე კატრინი, კოლკერი, ჯონი, უითინგემი, კოუვი, მედელი, მატჩი, გუნარსონი, კემპბელი (ოდემვინგიე 77)

მწვრთნელი: მალკი მაკაი

გაფრთხილება: ადამი (34), კრაუჩი (60); კემპბელი (60), ტერნერი (87)

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 2(9)-3(4), ჯარიმა: 11-12, კუთხური: 2-5, თამაშგარე: 6-3, სეივი: 3-2

 

სანდერლენდი –ჩელსი 3:4 (1:2)

სანდერლენდი. “ლაითი,” 40 652

სანდერლენდი: მანონე, ბრაუნი, ო’ში, დოსენა, ბერდსლი, გარდნერი (ფლეტჩერი 80), სუნგ-იონგ კი, კოლბექი (ლარსონი 58), ჯაკერინი (ჯონსონი 65), ალტიდორე, ბორინი

მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი

ჩელსი: ჩეხი, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, ასპილიკუეტა, ლამპარდი, ვილიანი (შურლე 90), რამირესი, აზარი, ფერნანდო ტორესი (ბა 65), მატა (ობი მიკელი 81)

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 1:0 ალტიდორე (14), 1:1 ლამპარდი (17), 1:2 აზარი (36), 2:2 ო’ში (50), 2:3 აზარი (62), 2:4 ბერდსლი (ს.კ. 84), 3:4 ბერდსლი (86)

გაფრთხილება: დოსენა (39), ბერდსლი (45+2), კოლბექი (51), ალტიდორე (90+5); რამირესი (48), აზარი (62), ვილიანი (90)

მსაჯი: ფილიპ დოუდი

ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 1(3)-2(9), ჯარიმა: 15-14, კუთხური: 6-5, თამაშგარე: 0-0, სეივი: 1-1

 

სუონსი – ნიუკასლი 3:0 (1:0)

სუონსი. “ლიბერთი.” 20 457

სუონსი: ვორმი, ტიენდალი, უილიამსი, ჩიკო, დევისი, დე გუზმანი, შელვი, პაბლო ერნანდესი (ლამა 71), კანიასი, პოსუელო (რუტლიჯი 84), ალვარო (დაიერი 29)

მწვრთნელი: მიქაელ ლაუდრუპი

ნიუკასლი: კრული, კოლოჩინი, დებიუში, უილიამსონი (იანგა-მბივა 77), სანტონი (ჰაიდარა 56), კაბაიე, ტიოტე, სისოკო, შოლა ამეობი (ობერტანი 67), რემი, გუფრანი

მწვრთნელი: ალან პარდიუ

გოლები: 1:0 დაიერი (45+1), 2:0 დებიუში (ს.კ. 67), 3:0 შელვი (82)

გაფრთხილება: დებიუში (59), ჰაიდარა (86)

მსაჯი: ჰოუვარდ უები

ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 3(3)-3(5), ჯარიმა: 4-8, კუთხური: 5-1, თამაშგარე: 1-0,  სეივი: 4-2

 

ფულემი – ტოტენჰემი 1:2 (0:0)

ლონდონი. “ქრეივენ კოტეჯი.” 24 128

ფულემი: სტეკელენბურგი, სენდეროსი, რიისე, ჰიუზი, რითერი, დეჟაგა, პარკერი (რუისი 87), კარაგუნისი (სიდუელი 62), კასამი, კაჩანიკლიჩი (დაფი 85), ბერბატოვი

მწვრთნელი: რენე მელენსტენი

ტოტენჰემი: ლორისი, ვერტონგენი, დოუსონი, კირიკეში, უოლკერი, ლენონი, პაულინიო, კაპო (ჰოლტბი 46), სანდრო (შადლი 69), დეფო, ლამელა (თაუნსენდი 78)

მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში

გოლები: 1:0 დეჟაგა (56), 1:1 კირიკეში (73), 1:2 ჰოლტბი (82)

გაფრთხილება: კასამი (32), სენდეროსი (90+2); კაპო (13)

მსაჯი: მარკ კლატენბურგი

ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 6(7)-3(7), ჯარიმა: 6-14, კუთხური: 9-7, თამაშგარე: 4-0, სეივი: 3-5

 

ვესტ ბრომვიჩი – სიტი 2:3 (0:2)

ვესტ ბრომვიჩი. “ჰოუთორნსი.” 22 943

ვესტ ბრომვიჩი: მაიჰილი, ოლსონი, რიდი, რიჯუელი, მაკოლი, ამალფიტანო (ვიდრა 76), მორისონი (გერა 64), იაკობი, ბრანტი, ლონგი (ანიჩებე 65), ბერაინო

მწვრთნელი: სტივ კლარკი

სიტი: პანტილიმონი, კომპანი, დემიკელისი, საბალეტა, კოლაროვი, ნასრი (ხავი გარსია 77), იაია ტურე (როდუელი 88), ხესუს ნავასი, ფერნანდინიო, აგუერო (მილნერი 69), ჯეკო

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

გოლები: 0:1 აგუერო (9), 0:2, 0:3 იაია ტურე (24, 74 პენ.), 1:3 პანტილიმონი (ს.კ. 85), 2:3 ანიჩებე (90+4)

გაფრთხილება: ოლსონი (87); პანტილიმონი (84)

მსაჯი: კრის ფოი

ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 2(6)-3(8), ჯარიმა: 7-10, კუთხური: 3-3, თამაშგარე: 2-1, სეივი: 3-(-1)

 

ბომბარდირები:

13 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)

11 – სერხიო აგუერო (“სიტი”)

9 – დანიელ სტარიჯი (“ლივერპული”)

0.187868