ფეხბურთი

17:06 | 8.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

The Guardian: “ფალკაო “რეალში” გადავა”

რადამელ ფალკაოს თემა სატრანსფერო ბაზარზე კვლავ აქტუალურია. მთელი ზაფხულის განმავლობაში, კოლუმბიელის შესახებ უამრავი ინფორმაცია გავრცელდა. ბევრი გამოცემა მის მომავალს მადრიდის “რეალს” უკავშირებდა, მაგრამ მოგვიანებით ფეხბურთელის შეძენის სურვილი “ლივერპულმა” გამოთქვა.

მოგეხსენებათ, ბრენდან როჯერსი ლუის სუარესის შემცვლელს ეძებს და გავრცელებული ინფორმაციით, მისი ფავორიტი სწორედ კოლუმბიელია. როგორც The Guardian-ი იუწყება, ლივერპულელებმა “მონაკოს” კონკრეტული წინადადებითაც მიმართეს, მაგრამ ფრანგებმა აღნიშნული წინადადება დაბლოკეს.

ამავე წყაროს ინფორმაციით, მონაკოელებმა მიზეზად ის  მოიყვანეს, რომ რადამელის მომავალი უკვე გადაწყვეტილია და იგი კარიერას მადრიდის “რეალში” გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ზაფხულში “მონაკოდან” “რეალში” უკვე გადავიდა ფალკაოს თანამემამულე – ხამეს როდრიგესი, რომლის სანაცვლოდაც მადრიდელებმა 80 მილიონი ევრო გადაიხადეს.

ლევან გოგოტიშვილი

0.120293