კალათბურთი

11:41 | 5.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტეხასური დერბი “სან ანტონიომ” მოიგო

ნბა-ს უკანასკნელი მეოთხედფინალისტი “სან ანტონიო სპურზი” გახდა, რომელმაც “დალას მავერიქსს” მე-7 შეხვედრა 119:96 მოუგო და სერიაში 4:3 იმარჯვა.

ანგარიშიდან სჩანს, რომ ტეხასური დერბის გადამწყვეტ მატჩში ბრძოლა არ შედგა. გრეგ პოპოვიჩის შეგირდებმა პირველივე ტაიმში 22-ქულიანი უპირატესობა დაიბევეს და საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებიათ.

შეხვედრის გმირი “სპურზის” ფრანგი გამთამაშებელი ტონი პარკერი გახდა, რომელმაც 32 ქულა ჩააგდო, “მავერიქსს” კი 22 ქულით და 9 მოხსნით გერმანელმა ფორვარდმა დირკ ნოვიცკიმ ულიდერა.

ამგვარად, უკვე ცნობილია ნბა-ს მეოთხედფინალის ყველა წყვილი. აღმოსავლეთში “ინდიანა” (1-ლი განთესვა) “ვაშინგტონს” (5) ეთამაშება (სერია სტარტს 5 მაისს აიღებს), ხოლო “მაიამი” (2) – “ბრუკლინს” (6, 6 მაისიდან).

დასავლეთში ასეთი წყვილებია: “სან ანტონიო” (1) – “პორტლენდი” (5, 6 მაისიდან) და “ოკლაჰომა სიტი” (2) – “კლიპერსი” (3, 5 მაისიდან).

 

სან ანტონიო – დალასი 119:96 (35:23, 33:23, 26:22, 25:28)

სან ანტონიო: პარკერი (32 ქ.), გრინი (16 ქ.), ლენარდი (15 ქ.), დანკანი (15 ქ. 8 მ.), სპლიტერი (1 ქ.); ჯინობილი (20 ქ. 6 ჩ.), დიაო (8 ქ. 7 მ.), მილსი (7 ქ.), ბელინელი (5 ქ.), ჯოზეფი, ეირსი, ბონერი, ბეინსი.

დალასი: ნოვიცკი (22 ქ. 9 მ.), ელისი (12 ქ.), მერიონი (5 ქ.), კალდერონი (4 ქ.), დალემბერტი (2 ქ.); ჰარისი (17 ქ.), კარტერი (10 ქ.), ელინგტონი (8 ქ.), ბლეირი (8 ქ.), რაიტი (6 ქ.), კრაუდერი (2 ქ.), ლარკინი, ჯეიმსი.

“სან ანტონიომ” მოიგო სერია 4:3

0.116012