“მანჩესტერ სიტის” 29 წლის თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა “მონაკოში” გადასვლაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა Football Italia იუწყება.
ტევესმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მისი შეძენა ტურინის “იუვენტუსს” სურს. არგენტინელი ფეხბურთელის მენეჯერი ადრიანო როუკი ტურინში წინასწარი მოლაპარაკების გასამართად უკვე ჩავიდა. იტალიური მედიის ცნობით, “იუვენტუსი” მზადაა, ტევესს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს და ამ პერიოდის განმავლობაში 18 მილიონი ევრო გადაუხადოს.
სამხრეთამერიკელ ფორვარდს “სიტისთან” ხელშეკრულება მომავალი წლის ზაფხულში უმთავრდება და მის გახანგრძლივებას აღარ აპირებს. შესამაბისად, კლუბი მზადაა, მას ახლავე შეელიოს. მიმდინარე სეზონში არგენტინელმა ინგლისის ჩემპიონატში 33 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი პასი გააკეთა.