ფეხბურთი

18:13 | 28.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტევესი: “რომას” ლიდერობაში საგანგაშო არაფერია”

ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი შემტევი კარლოს ტევესი, “ჯენოასთან” მოგებული თამაშის (2:0) შემდეგ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ “რომას” ლიდერობაში ის დიდ პრობლემას ვერ ხედავს.

“არაფერი საგანგაშო არაა იმაში, რომ გათამაშებას “რომა” ლიდერობს. სეზონი გრძელია და წინ კიდევ არაერთი მატჩი გველის.

ფლროენციაში წაგების შემდეგ, რეაბილიტაცია აუცილებელია იყო და “ჯენოასთან” მოგებით ჩვენ ეს მოვახერხეთ.

ვარ თუ არა გუნდის ლიდერი? ბედნიერი ვარ იმით, რომ თანაგუნდელებს ვეხმარები.” – აცხადებს ტევესი, რომელმაც “ჯენოასთან” გოლის გატანა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს 9 ტურის შემდეგ, “რომა” უდანაკარგოა, ხოლო “იუვენტუსი” ლიდერს 5 ქულით ჩამორჩება.

0.120127