ფეხბურთი

10:32 | 10.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტევესი: “მე სკუდეტო მაინტერესებს და არა ის, თუ რამდენს გავიტან”

 

წუხელ “იუვენტუსის” არგენტინელმა შემტევმა, კარლოს ტევესმა “ვერონას” (2:2) ორი გოლი გაუტანა და ჯამში თავილი გოლების რიცხვი 13-მდე გაზარდა. ეს ერთით ნაკლებია, ვიდრე საუკეთესო ბომბარდიერს, ამჟამად ტრავმირებულ ჯუზეპე როსის აქვს.

თუმცა ტევესი ფიქრობს, რომ მთავარი ჩემპიონობაა და თვითონ რამდენს გაიტანს, მნიშვნელობა არ აქვს: “ვერ ვიქნები “ვერონასთან” მატჩით კმაყოფილი. მართალია დუბლი შევასრულე, მაგრამ თამაში ვერ მოვიგეთ. მე სკუდეტო მაინტერესებს და არა ჩემი შესაძლო 20 გოლი სეზონში.” – უთხრა ტევესმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს.

0.117494