“იუვენტუსის” ფორვარდი კარლოს ტევესი ვარჯიშისას მიღებული ტრავმის გამო სავარაუდოდ სამ თამაშს გამოტოვებს. იტალიური გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინული კლუბის არგენტინელ ლეგიონერს კუნთი დაეჭიმა.
ექიმების წინასწარი დიაგნოზით, ტევესი “იუვენტუსს” სერია A-ში “უდინეზესა” და “მილანის” წინააღმდეგ მატჩებში ვერ დაეხმარება. ჩემპიონთა ლიგაზე კი “მალმიოსთან” შეხვედრას გამოტოვებს.
ვასილ მშვილდაძე