ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი თავდამსხმელი კარლოს ტევესი არ ღელავს იმის გამო, რომ ის ევროტურნირებზე გოლის გატანას დიდი ხანია ვერ ახერხებს.
ტევესს, “იუვენტუსის” მაისურით, გოლები რეგულარულად გააქვს, მაგრამ არა ჩემპიონთა ლიგაზე და ევროპის ლიგაზე. ევროტურნირზე მეტოქის კარი მან ბოლოს 2007-08 წლების სეზონში აიღო, რორდესაც არგენტინელი “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობდა.
“სიმშვიდეს ვინარჩუნებ. ადრე თუ გვიან, ჩემს გოლს ევროტურნირზეც გავიტან. ეს საკითხი დიდად არ მაღელვებს.” – ციტირებს ტევესის სიტყვებს Football Italia.
შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსი”, ევროპის ლიგის 1/4-ფინალში, “ლიონს” დაუპირისპირდება. თამაშები 3 და 10 აპრილს გაიმართება.