ჭადრაკი

21:01 | 18.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

თეთრები იწყებენ, მაგრამ ვერ იგებენ

 

დაიწყო ქალ მოჭადრაკეთა 31-ე ეროვნული ჩემპიონატი, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობს. პირველ ტურში, ყველაზე დაძაბული სოფიკო გურამიშვილი - ნინო ხურციძისა და ანა კუჭავა – ბელა ხოტენაშვილის შეხვედრები გამოდგა, რომლებიც დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა. საბოლოოდ, გურამიშვილი და ხურციძე ყაიმზე შეთანხნდნენ, მხოლოდ გამოცდილმა ხოტენაშვილმა შეძლო ახალგაზრდა კუჭავას დამარცხება.

ხოტენაშვილის მსგავსად, პირველ ტურში ასევე მოიგეს არაბიძემ და ჯავახიშვილმა, რომლებიც მიმდინარე ჩემპიონატს ლიდერობენ.

აღსანიშნავია, რომ პირველ ტურში, თეთრებით მოასპარეზე ვერცერთმა მოჭადრაკემ ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება.

გთავაზობთ პირველი ტურის შეხვედრათა ტექნიკურ შედეგებს:

ნინო ხომერიკი – მერი არაბიძე 0-1

სოფიო გვეტაძე – ნინო ბაციაშვილი 0.5-0.5

სოფიკო გურამიშვილი – ნინო ხურციძე 0.5-0.5

სოფიკო ნიკოლაძე – ნანი უნაფქოშვილი 0.5-0.5

ანა კუჭავა – ბელა ხოტენაშვილი 0-1

ინგა ხურცილავა – ლელა ჯავახიშვილი 0-1

 

მეორე ტურის შეხვედრათა განრიგი:

არაბიძე – ჯავახიშვილი

ხოტენაშვილი – ხურცილავა

უნაფქოშვილი – კუჭავა

ხურციძე – ნიკოლაძე

ბაციაშვილი – გურამიშვილი

ხომერიკი – გვეტაძე

0.132206