ფეხბურთი

0:03 | 14.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტერიმ “ჩელსისთან” გაახანგრძლივა

ლონდონის “ჩელსის” კაპიტანმა, ჯონ ტერიმ კლუბთან ახალი, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ტერისა და “ჩელსის” შორის აქამდე მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდიოდა და უცნობი იყო, სად განაგრძობდა 33 წლის ცენტრალური მცველი კარიერას.

დღეს, “ჩელსის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელიც გვამცნობს, რომ ტერი “ჩელსიში” რჩება.

ჯონ ტერი “ჩელსის” პირველ გუნდში 1998 წლიდან თამაშობს. ლონდონელთა მაისურით მან 621 თამაში ჩაატარა, 57 გოლი გაიტანა და 14 ტიტული მოიგო.

0.114