ფეხბურთი

23:19 | 29.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტერ შტეგენისთვის “იუვენტუსი” და “არსენალიც” იბრძოლებენ

მიონხენგლადბახის “ბორუსიას” ამომავალი ვარსკვლავის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის გადაბირების სურვილი “არსენალმა” და “იუვენტუსმაც” გამოთქვეს.

როგორც ცნობილია, 21 წლის მეკარის შეძენით “ბარსელონა” სერიოზულადაა დაინტერესებული. პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა გერმანელი ტალანტის კატალონიურ კლუბში გადასვლის საკითხი უკვე გადაწყვეტლია. ერთხელ, “მილანის” ვარიანტმაც გაიჟღერა, მაგრამ ტერ შტეგენისთვის ბრძოლაში ფავორიტად მაინც “ბარსელონა” ითვლება, რომელსაც ზაფხულში მეკარე აუცილებლად დასჭირდება.

Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონასთვის” კონკურენციის გაწევას “არსენალი” და “იუვენტუსი” შეეცდებიან. ივარაუდება, რომ ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 12 მილიონ ევრო იქნება.

0.131625