გიორგი თექთურმანიძე რომ თბილისის "დინამომ" ცხინვალის "სპარტაკში" გაანათხოვრა, გეცოდინებათ. 22 წლის ნახევარმცველი ადრეც იცავდა ამ გუნდის ღირსებას – სანამ, ჯერ რუსთავის "მეტალურგში", შემდეგ კი, თბილისის "დინამოში" გადავიდოდა.
ნახევარმცველ თექთურმანიძის გარდა, "სპარტაკის" ახალი სახეები არიან ფორვარდები: ბესიკ ჩიმაკაძე და ვახტანგ ფანცხავა. ჩიმაკაძე ბოლო 5 თვის განმავლობაში ბათუმის "დინამოში"'გახლდათ და გოლებიც საკმაოდ ხშირად გაჰქონდა, ხოლო ფანცხავას უთამაშია "გაგრაში", ფრანგული "ლე მანის" დუბლებში, უკრაინულ "მეტალისტში", უნგრულ "დიორსა" და "ვაშაშში", თბილისის "დინამოში", ბოლოს კი წყალტუბოს "სამგურალში" გახლდათ.
ვლადიმერ ხაჩიძის გუნდში სხვა ახალწვეულებიც იქნებიან და მოგვიანებით გაცნობებთ. '