კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა შემტევი კრისტიან ტელიო გუნდიდან წასვლით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ ტატა მარტინო მას მიცემულ პირობას არ შეუსრულებს და სათამაშო დროს არ მისცემს.
“ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები სეზონის ბოლომდე. თუ სიტუაცია არ შეიცვალა, “ბარსელონადან” წასვლის ვარიანტსაც განვიხილავ, რაც ჩემთვის ძალიან ძნელი იქნება. ამ ეტაპზე, “ბარსელონას” გარდა სხვა არცერთ გუნდზე არ ვფიქრობ.
სეზონის სტარზე მარტინომ მოთმინებისკემ მომიწოდა და მითხრა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები ჩვენს შანსს მივიღებდით.” – ციტირებს ტელიოს სიტყვებს Goal-ი.