ფეხბურთი

21:05 | 16.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტელიო "პორტუში" ორი წელი ითამაშებს

 

კატალონიის "ბარსელონას" შემტევი კრისტიან ტელიო "პორტუში" ორწლიანი საიჯარო ხელშეკრულებით ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას პორტუგალიური გრანდის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

"პორტუს" ვებგვერდს არ დაუზუსტებია თუ რამდენს გადაიხდის ფეხბურთელის იჯარაში, თუმცა პოპულარული საიტის transfermarket.com-ის ინფორმაციით, პორტუგალიელები ესპანელებს 2 მილიონ ევროს გადაუხდიან.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელებს ტელიოს შენარჩუნება სურდათ, მაგრამ "პორტუში" თამაში თავად 22 წლის ფეხბურთელმა ისურვა.

შეგახსენებთ, რომ ტელიო "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია. მთავარი გუნდის მაისურით ესპანელს დებიუტი 2011 წელს ჰქონდა. "ბარსელონას" მაისურით კრისტიან ტელიომ 86 მატჩი ჩაატარა და 20 გოლთან ერთად 14 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

გიორგი ბალახაძე

0.12301