“პორტუს” სამწვრთნელო შტაბი “ბარსელონას” თავდამსხმელ კრისტიანო ტელიოთი დაინტერესდა. Marca-ს ცნობით, კლუბებს შორის მოლაპარაკება უკვე დაიწყო და კატალონელები ტრანსფერის სანაცვლოდ 12 მილიონს ითხოვენ.
შეგახსენებთ, გასულ სეზონში ტელიომ სათამაშო დროის სიმცირის გამო რამდენიმეჯერ გამოთქვა უკმაყოფილება და შესაბამისად, გავრცელდა ხმები, რომ კლუბის გამოცვლაზეც არ იტყოდა უარს. ბოლო დროს კი ესპანურმა გამოცემებმა 22 წლის ფეხბურთელის შეძენის მსურველი რამდენიმე კლუბი დაასახელეს. ტელიოთი გაძლიერების სურვილი “პორტუს” გარდა დორტმუნდის “ბორუსიამ”, “ვალენსიამ” და “ატლეტიკომაც” გამოთქვეს.