ბრიტანული გამოცემა Telegraph-ის ცნობით, ლონდონის “ჩელსიმ” კამერუნელი თავდამსხმელის სამუელ ეტოოს ტრანსფერი განახორციელა და მახაჩყალის “ანჟის” 2 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა.
ბოლო დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “ჩელსის” “ანჟისგან” ბრაზილიელ ნახევარმცველ ვილიანის შეძენაც სურდა. არაოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა ამ საკითხზეც მოილაპარაკეს და ლონდონელებმა ვილიანს უკვე ხუთწლიანი კონტრაქტიც გაუფორმეს.
ეტოოსა და ვილიანის ტრანსფერებთან დაკავშირებით მახაჩყალური კლუბი ოფიციალურ განცხადებას სავარაუდოდ დღეს ან ხვალ გაავრცელებს.