ფეხბურთი

20:33 | 2.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

თეიმურაზ ღონღაძე "ზესტაფონში" დაბრუნდა

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” თეიმურაზ ღონღაძე დაბრუნდა. 28 წლის გამოცდილი მცველი, რომელიც მარგველთა რიგებში 2011-2013 წლებშიც ასპარეზობდა, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაიცავს.

ორიოდე სიტყვით ფეხბურთელის შესახებ: თეიმურაზ ღონღაძე - მცველი; დაბადებულია - 08.09.1985; სიმაღლე - 176 სმ, წონა - 70 კგ.

კარიერის მანძილზე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”ივერია” (ხაშური) - 2001-2003, 2004, ”თბილისი” (თბილისი) - 2003-2004, ”საგარეჯო” (საგარეჯო) - 2005, ”ვიტ-ჯორჯია” (თბილისი) - 2006-2007, ”ბორჯომი” - 2007, ”მესხეთი” (ახალციხე) - 2008, ”ოლიმპი” (რუსთავი) - 2008-2009, 2010, ”სიმურგი” (ზაქათალა, აზერბაიჯანი) - 2010, ”დინამო” (თბილისი) - 2011, ”ზესტაფონი” - 2011-2013,"დილა" (გორი) - 2013.

უნდა ითქვას, რომ დაცვის ორივე ფრთაზე ერთნაირად წარმატებულად მოასპარეზე თეიმურაზ ღონღაძე "ზესტაფონის" შემადგენლობაში 2011-2012 წლების სეზონის ტრიუმფატორი გახლავთ - ჩვენი გუნდის შემადგენლობაში მან ჯერ ჩემპიონის ოქროს მედლები დაისაკუთრა, შემდეგ კი სუპერთასის მფლობელიც გახდა.

თეიმურაზ ღონღაძემ მარგველთა მაისურით ორ ევროკამპანიაში იასპარეზა - 2011 წლის ზაფხულზე მან იმერული კლუბის ღირსება მოლდავურ "დაჩიასთან" და ავსტრიულ "შტურმთან" ჩემპიონთა ლიგის და ბელგიურ "ბრიუგესთან" უეფას ევროპალიგის პლეი ოფის მატჩებში დაიცვა, 2012 წელს კი აზერბაიჯანულ "ნეფთჩისთან" გამართულ შეხვედრებშიც ითამაშა. ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით "ზესტაფონის" შემადგენლობაში მან 48 მატჩი ჩაატარა და თავი 2 გატანილი გოლით გამოიჩინა. საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში კი თეიმურაზს 2 მატჩი აქვს ჩატარებული.

“ზესტაფონის” პრესსამსახური

0.139508