ჩოგბურთი

20:06 | 6.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

თებერვალში უძლიერესი ვინუსია

მსოფლიო რეიტინგსიის ექსლიდერი ვინუს უილიამსი პროფესიონალ ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (WTA) თებერვლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. გასულ თვეში 33 წლის ვინუსმა დუბაის ტურნირი მოიგო და შეჯიბრების მსვლელობისას ტოპთხუთმეტეულის 2 და ტოპ40-ის 3 მეტოქე დაამარცხა. უილიამს-უფროსი ზედიზედ 15 მატჩის განმავლობაში წაუგებლად თამაშობს.

“კორტზე კვლავინდებურად კომფორტულად ვგრძნობ თავს. საკუთარი ძალის რწმენა დამიბრუნდა. დუბაის ტურნირმა აჩვენა, რომ თამაში გავაუმჯობესე და ბევრის მიღწევაც შემიძლია. მოუთმენლად  ველი მომდევნო ასპარეზობებს”, - განაცხადა ვინუსმა თებერვლის საუკეთესო ჩოგბურთელად მისი დასახელების ცნობის შეტყობის შემდეგ.

თვის “ამომავალი ვარსკვლავის” ნომინაციაში იაპონელი კურუმი ნარა დაასახელეს, რომელმაც რიო დე ჟანეიროში კარიერის პირველი ტიტული მოიხვეჭა.

0.708216