ფეხბურთი

2:28 | 26.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

თებერვალი - ნულების თვე „ნაპოლისთვის“

ერთი წლის წინათ, 2012 წლის თებერვალში, „ნაპოლიმ“, სერია A-ში, 0:0 ზედიზედ 2-ჯერ ითამაშა. მას შემდეგ, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ნეაპოლელებს მიჯრით 2 თამაშში გოლი ვერ გაეტანოთ. 2013 წლის თებერვალში, იგივე განმეორდა - ნეაპოლელებმა ზედიზედ 2-ჯერ ითამაშეს უგოლო ფრე. საინტერესოა, რომ 2012 წლამდე, ბოლო ასეთი შემთხვევა 2010 წელს იყო დაფიქსირებული. მაშინაც თებერვალში და 3 წლის წინათაც, ზედიზედ 2-ჯერ, ნეაპოლელებმა არც გაიტანეს და არც გაუშვეს.

„სამპდორიას“ შემდეგ, ვალტერ მაცარის გუნდი უგოლოდ „უდინეზეს“ დაუზავდა. „ფრიულიზე“ გამართული შეხვედრის პირველმა ტაიმმა სახიფათო მომენტების გარეშე ჩაიარა. მე-2 ნახევარი მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ. როგორც ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, მიზანს ვერცერთმა გუნდმა მიაღწია და შედეგად, „ნაპოლიმ“ ლიდერი „იუვენტუსი“ წინ 6 ქულით გაუშვა.

5-მატჩიანი მოუგებელი სერიის შეწყვეტით, მე-3 ადგილი დაიბრუნა „ლაციომ“, რომელმაც ბოლოსწინა ადგილზე მყოფ „პესკარას“ 2 უპასუხო ბურთი გაუტანა. ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. 29-ე წუთზე, საჯარიმოს გარედან ძალიან ძლიერი დარტყმით, ანგარიში რადუმ გახსნა. ექვს წუთში, იგივე ლულიჩმა გააკეთა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

 

უდინეზე-ნაპოლი 0:0

უდინე, “ფრიული 20000

უდინეზე (3-5-2): პადელი, ბენატია (ორტო 28), დანილო, დომიცი, ბასტა, პერეირა, ალანი, ბადუ, პასკუალე, მურიელი, დი ნატალე (მაიკოსუელი 78).

მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.

ნაპოლი (3-4-3): დე სანკტისი, კამპანარო, კანავარო (ჯემაილი 85), ბრიტოსი, მესტო (ზუნიგა 89), ბეჰრამი, ინლერი (პანდევი 61), არმერო, ჰამშიკი, კავანი, ლ. ინსინიე.

მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.

გაფრთხილებები: პერეირა 18 - ინლერი 19, ბეჰრამი 66, არმერო 66, კანავარო 82.

მსაჯი: ანტონიო დამატო.

ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 5 (0)-7 (2), კუთხური: 4-3, თამაშგარე: 3-0, სეივი: 2-0, ჯარიმა: 13-21.

 

ლაციო-პესკარა 2:0 (2:0)

რომი, “ოლიმპიკო 31000

ლაციო (4-1-4-1): მარკეტი, კონკო (პერეირინია 6), კანა, დიასი, რადუ, ლედესმა, კანდრევა (ედერსონი 81), გონსალესი (ონაზი 65), ერნანესი, ლულიჩი, ფლოკარი.

მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი.

პესკარა (5-3-2): პელიცოლი, ბალძანო, ბოკეტი, კაპუანო, კოშიჩი, ძაური, რიცო, კასკიონე (სკული 87), ბიარნასონი, აბრუსკატო (კაპრარი 60), ჩელიქი (კარალიო 71).

მწვრთნელი: კრისტიანო ბერგოდი.

გოლები: 1:0 რადუ (29), 2:0 ლულიჩი (35).

მსაჯი: ანდრეა რომეო.

ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 9 (4)-3 (1), კუთხური: 3-3, თამაშგარე: 5-3, სეივი: 1-2, ჯარიმა: 10-8.

 

ბომბარდირები

კავანი („ნაპოლი“) – 18, ელ შაარავი ("მილანი") – 16, დი ნატალე („უდინეზე“) – 14, ოსვალდო („რომა“), ლამელა („რომა“), იოვეტიჩი („ფიორენტინა“), საუ („კალიარი“) – 11, კლოზე ("ლაციო"), პაცინი („მილანი“), ჯილარდინო („ბოლონია“) – 10.

 

26 თებერვალი

ბოლონია-ფიორენტინა.

0.109828