2-9 ივნისს ჭადრაკის სასახლეში ნორჩ მოჭადრაკეთა შორის თბილისის თასის გათამაშება გაიმართება. პატარები ერთმანეთს 8, 10 და 12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში გაეჯიბრებიან. გამარჯვებულებს როგორც ბიჭებს, ასევე გოგონებს შორის თბილისის ჭადრაკის ფედერაცია ევროპის თასის გათამაშებაზე დააფინანსებს. ეს ტურნირი 8, 10 და 12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში დაბა ურეკში 16-26 ივნისს გაიმართება.