კალათბურთი

12:39 | 23.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის შესარჩევი ტური გუნდი “13”-ის გამარჯვებით დასრულდა

თბილისი მოლში” დასრულდა 3X3 კალათბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დედაქალაქის შესარჩევი ტური, რომლის გამარჯვებულიც გუნდი 13 (ცამეტი) გახდა (ვატო ბააკაშვილი, ვახტანგ ქადარია, ოთო ბულიავა, ზაზა სვანიძე). ფინალურ მატჩში “13”-მა  გუნდი Y.O.L.O. (ბექა ჩიკვილაძე, გივი ბაქრაძე, საბა ლობჟანიძე, ილია ლონდარიძე) ოვერტაიმში, 20:18 დაამარცხა.

1-2 ადგილზე გასული გუნდები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ ერთობლივად დააჯილდოვეს.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გამარჯვებული გუნდის წევრი ოთო ბულიავა გახდა, რომელსაც სპეცალური პრიზი “თბილისი მოლის” მარკეტინგის მენეჯერმა იანა კოკოულინამ გადასცა.

3X3 კალათბურთში ეროვნული ჩემპიონატის დაწყებასთან დაკავშირებით “თბილისი მოლში” გახსნის საზეიმო ცერემონიალიც გაიმართა, რომელსაც ტურნირის ორგანიზატორები, ვეტერანი კალათბურთელები, მხარდამჭერი და სპონსორი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მთლიანობაში, თბილისის ტურის 6-მა საუკეთესო გუნდმა მოიპოვა საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპში მონაწილეობის უფლება. 12 ივლისს, თბილისში დაგეგმილ ფინალურ ეტაპამდე საქართველოს ყველა რეგიონში მთლიანობაში 10 შესარჩევი ტური გაიმართება, რომლებიდანაც კიდევ შეირჩევა ფინალური ეტაპისთვის გამორჩეული გუნდები.

იმ გუნდებს, რომლებმაც თბილისის შესარჩევ ტურში იასპარეზეს და საუკეთესო 6-ეულში ვერ მოხვდნენ, შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს ნებისმიერი რეგიონის ტურში მიიღონ მონაწილეობა ფინალური ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად. ანუ შესარჩევ ტურებში მონაწილეობა გუნდებისთვის შეზღუდული არ არის.

www.gbf.ge

0.117921