10 ოქტომბერს დაიწყო 16 წლამდე ვაჟ კალათბურთელთა თბილისის ჩემპიონატი, რომელიც თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის ეგიდით ტარდება. აღნიშნული ასპარეზობის ჯგუფური ტურნირი 17 ოქტომბერს დასრულდება. მომდევნო ეტაპზე გასული გუნდები საპრიზო ადგილებს ფლეი ოფის სისტემით გაითამაშებენ. ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილი 21 გუნდმა გამოთქვა, რომლებიც ერთ ექვსგუნდა და სამ ხუთგუნდა ჯგუფებში გადანაწილდნენ.
“ა”_ “ჰიუნდაი I”.თსსუ, “აკადემია-II”, შსს-II, “ტიტები” , “163-სკოლა”
“ბ” _ “აკადემია” , “ზაზა-I”, “ჰიუნდაი-II”, “არმია”, “ჩაუქი”
“გ” _ “იმედი”, “მართვე”, “მართვე-II”,, “ვესტა”, “ჰიუნდაი-III”
“დ” _ “დინამო”, შსს-I, “ზაზა-II”, “მართვე III”, “აკადემია-III”