კალათბურთი

12:40 | 15.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის განვითარების კავშირი დედაქალაქის ჩემპიონატების ჩატარებას აგრძელებს

საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი ასაკობრივი ჩემპიონატების ჩატარებას აგრძელებს.

20 იანვარს 16 და 18-წლამდელთა იმ გუნდების შეკრება გაიმართება, რომლებმაც გასულ შემოდგომაზე თბილისის ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ საქართველოს პირველობაზე ვერ გავიდნენ.

საქართველოს 16 და 18-წლამდელთა ჩემპიონატზე ვერმოხვედრილი თბილისის გუნდები B ლიგაში იასპარეზებენ და სწორედ ამ ტურნირების დასაგეგმად შედგება შეხვედრა თბილისის განვითარების კავშირის ოფისში 20 იანვარს, 14:00 საათზე, სადაც ამ ასაკში მომუშავე მწვრთნელები არიან მიწვეულნი.

შეხვედრაზე ასევე მიწვეულნი იქნებიან 2001 წელს დაბადებულთა (13-წლამდელები) მწვრთნელები, რათა თბილისის 13-წლამდელთა ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხები იქნას განხილული.

აღნიშნული ტურნირის ჩატარების შემდეგ, საქართველოს პირველობაზე ვერგასული გუნდები დედაქალაქის ჩემპიონატის B ლიგაში მიიღებენ მონაწილეობას. 13 და 14-წლამდელთა B ლიგის მატჩები სტარტს 13-წლამდელთა ქალაქის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ,  უახლოეს მომავალში ერთდროულად აიღებს.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, კალათბურთის განვითარების კავშირი წერეთლის გამზირზე, “დიდუბე-პლაზაში” მდებაზე საკუთარ ოფისში 20 იანვარს, 14:00 საათზე ეპატიჟება თბილისის 13, 14, 16 და 18-წლამდელთა გუნდების მწვრთნელებს.

www.gbf.ge

0.12162