ფეხბურთი

18:16 | 28.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის “დინამომ” დიუსელდორფის "ფორტუნასთან” 0:1 წააგო

ჰოლანდიურ შეკრებაზე მყოფმა თბილისის “დინამომ” საკონტროლო მატჩი წააგო გერმანიის II ბუნდესლიგის დიუსელდორფის “ფორტუნასთან” – 0:1. ეს ერთადერთი გოლი ავსტრიელმა ფორვარდმა ერვინ ჰოფერმა გაიტანა მე-4 წუთზე. მიხალ ბილეკმა ტაიმებში სხვადასხვა შემადგენლობა ათამაშა.

“დინამო”: ლორია (მიგინეიშვილი), ხურცილავა (ელგუჯა გრიგალაშვილი), ხიდეშელი (გველესიანი), დოსუდილი (თოთაძე), კვირკველია (შერგელაშვილი), ძარია (საბა ლობჟანიძე), პაპუნაშვილი (პაპავა), ჯანელიძე (ცინცაძე), მერებაშვილი (პარუნაშვილი), ხორდა (ვუო), მარცვალაძე (ჩირგაძე).

“დინამოში” ითამაშა ჩეხმა მარცხენა მცველმა რადეკ დოსუდილმა. ის 31 წლისაა და ბოლოს ჩეხურ “ბოლესლავში” თამაშობდა – გასულ სეზონში, ჩეხეთის ჩემპიონატში 13 მატჩი ჩაატარა.   

როგორც იცით, დიუსელდორფის კლუბში გასული სეზონი გაატარა ლევან ყენიამ, რომელიც ამ ზაფხულს სხვა კლუბს მიაშურებს. ყენიას რამდენიმე ვარიანტი აქვს და მოლაპარაკებები მიმდინარეობს.   

0.114182