სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

23:05 | 11.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის “დინამო” – მე-15 საზეიმო

 

თბილისის “დინამომ” მეთხუთმეტედ იზეიმა საქართველოს ჩემპიონობა. მალხაზ ჟვანიას გუნდმა ბოლოსწინა ტურში აშკარად აჯობა ბოლნისის “სიონს”, რომელთანაც ბოლო ორ ურთიერთშეხვედრაში წაგებული ჰქონდა. 3:0 – თბილისელებმა სწრაფი გოლი გაიტანეს და შემდეგ სადავეები აღარ გაუშვიათ ხელიდან.

მე-10 წუთი იყო, გიორგი მერებაშვილმა საჯარიმოში მიიღო ბურთი, მეკარეს გასცდა და მახვილი კუთხიდან ცარიელ კარში ზუსტად დაარტყა – 1:0. როცა მეტოქე სივრცეებს ათავისუფლებს, დინამოელებს გაცილებით უკეთ გამოსდით თამაში, გახსნილ ფეხბურთში მათ ხელ-ფეხი ეხსნებათ და ამიტომაც იყო, ზედიზედ ვიხილეთ მწვავე შეტევები ბოლნისელთა კართან. თუმცა, საგოლე მომენტამდე საქმე არ მიდიოდა: გამოსარჩევი იყო ჩისკოს მშვენიერი დრიბლინგი, რომელიც ბოლოს მაინც განმუხტეს ლადო ბურდულის შეგირდებმა. “სიონს” ჰქონდა ერთი შანსი, კერძოდ, გიორგი კახელიშვილს დაუფარეს და ბურთმა გიორგი ლორიამდე ვერ მიაღწია.

შესვენებისთვის, ”დინამო” ორი ბურთით იგებდა: ოთარ მარცვალაძემ საჯარიმოში კარგად ითამაშა, დაბალი და ზუსტი დარტყმით 2:0 გახადა ანგარიში. მალევე, მარცვალაძემ კარგი გარღვევის შემდეგ ააცილა. 

მეორე ტაიმში მსაჯ გიორგი ვადაჭკორიას პენალტის დანიშვნა შეეძლო “დინამოს” კარში, როცა თორნიკე აფციაური წააქციეს. ვადაჭკორია ყოყმანობდა და საბოლოოდ, არ დაუსტვინა. დინამოელებიდან გოლის გატანა შეეძლოთ შეცვლაზე შესულ გიორგი პაპუნაშვილს (ოდნავ ააცილა), ოთარ მარცვალაძეს (ლამაზად მოინდომა გატანა და ბურთი ხარიხას მოარტყა), ჩისკოსა (ოდნავ აუცდა) და ირაკლი ძარიას (პირისპირ გასულმა მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი და ოდნავ არაზუსტად).

გოლს რაც შეეხება, მეორე ტაიმში ერთი გავიდა: ესპანელმა ჩისკომ საჯარიმოში მიიღო ბურთი, დაარტყა, მცირე რიკოშეტიც შეეშველა და 3:0.

სტადიონზევე, დინამოელებს ფანებმა მიულოცეს ჩემპიონობა, მანამდე კი, ფეხბურთელებმა მინდორზე კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია და მწვრთნელი მალხაზ ჟვანია ატყორცნეს ჰაერში.  

სიონი (ბოლნისი) – დინამო (თბილისი) 0:3 (0:2)

11.05. 17:00. ”მიხეილ მესხი”. 500 მაყურებელი

სიონი: მერლანი, ქემოკლიძე (ადამია 46), აბრამიძე, თოთაძე, კანდელაკი, ფოფხაძე, ცხადაია (უგულავა 46), გოგობერიშვილი,ლობჯანიძე, აფციაური, კახელიშვილი (სამხარაძე 64)

მწვრთნელი: ლადო ბურდული

დინამო: ლორია, ხურცილავა, გველესიანი, რეხვიაშვილი,კვირკველია, ცინცაძე (პაპავა 71), ძარია, გოგა (პაპუნაშვილი 64), ჩისკო, მერებაშვილი, მარცვალაძე (ჯანელიძე 87)

მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია

გოლები: 0:1 მერებაშვილი (10), 0:2 მარცვალაძე (39), 0:3 ჩისკო (77)

გაფრთხილება: ქემოკლიძე (11), აბრამიძე (53), ფოფხაძე (58), სამხარაძე (67), გოგობერიშვილი (74), ჩისკო (78)

მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

 

1     

დინამო      

31     

20     

5     

6     

65:23     

65     

2

ზესტაფონი

31

19

4

8

48:23

61

3

სიონი

31

16

6

9

41:33

54

4

ჩიხურა

31

13

7

11

54:47

46

5

მეტალურგი

31

13

6

12

35:37

45

6

გურია                                              

31            

11           

0           

20         

28:51           

33     

 

მეგოლეები:

17 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

15 - დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

11 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)

10 - ვილი ისიანი (“გურია”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”)

9 - დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”),  

8 - გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), რევაზ გეწაძე (“ზესტაფონი”), დათო კირკიტაძე (“ზუგდიდი”)

7 - ელგუჯა ლობჯანიძე (ვიტ ჯორჯია”), ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”)

6 - გიორგი კახელიშვილი (“სიონი”), გიორგი ქვილითაია (“დილა”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

 

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.175878