ბულგარეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში სენსაცია მოხდა: ლიდერმა "ლევსკიმ" უმოტივაციო "სლავიას" შინ ვერ მოუგო (1:1), ხოლო მდევარმა "ლუდოგორეცმა" "მონტანას" გასვლაზე 3:0 აჯობა და 1 ქულით გადაუსწრო. აღსანიშნავია, რომ "სლავიამ" 75-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში: "ლევსკის" ფეხბურთელის ავტოგოლის წყალობით. "ლუდოგორეცი" ზედიზედ მეორედ გახდა ბულგარეთის ჩემპიონი. ეს ამბავი კი პირდაპირ უკავშირდება თბილისის "დინამოს"...
საქმე ისაა, რომ "დინამო" ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე განთესილი სწორედ "ლუდოგორეცის" ჩემპიონობის წყალობით იქნება. ჩემპიონი "ლევსკი" რომ გამხდარიყო, მაშინ "დინამო" განუთესავთა შორის იქნებოდა.
რატომ? ამაზე უკვე ვწერდით, თუმცა გავიმეორებთ: II ეტაპზე 34 ქვეყნის ჩემპიონი გუნდები ითამაშებენ და იქ მთავარია არა ქვეყნის, არამედ კლუბის რეიტინგი. "დინამო" მე-17 ადგილზეა და "ლუდოგორეცს" უსწრებს სარეიტინგო ქულებით, აი, "ლევსკის" კი ჩამორჩებოდა. რა თქმა უნდა, ამ ამბავმა აშკარად გაზარდა შანსი იმისა, რომ "დინამო" III ეტაპზე გავიდეს. საქართველოს ჩემპიონი II ეტაპზე ასცდება ისეთ გუნდებს, როგორებიც არიან: "სელტიკი", "სტიაუა", "პლზენი", ზაგრების "დინამო", ბატე...